რუსეთის მიერ ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების გამო, უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 10:40 | 25.09.2022
ნანახია: 392

რუსეთის მიერ ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების გამო, უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა მოითხოვა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ოლეგ ნიკოლენკო „ტვიტერში“. წერს.

„უკრაინამ მოითხოვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომის გამართვა, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცრუ რეფერენდუმების გამართვასთან დაკავშირებით. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს გაერო-ს წესდების დარღვევით უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის შემდგომი მცდელობებისთვის“, – წერს ნიკოლენკო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე