"რეფერენდუმების" შემდეგ უკრაინის მცდელობას დაიბრუნოს დონბასი, რუსეთი თავდასხმად განიხილავს - პესკოვი

საქართველო, თბილისი - 16:56 | 23.09.2022
ნანახია: 163

„რეფერენდუმების“ დადებითი შედეგების შემთხვევაში, რუსეთი, უკრაინის მცდელობას დაიბრუნოს დონბასი და სხვა ტერიტორიები, განიხილავს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმად, - ამის შესახებ კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა გააცხადა.

„რა თქმა უნდა“, - განაცხადა მან შეკითხვის პასუხად -  „რეფერენდუმებზე“ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, განხილული იქნება თუ არა კიევის მცდელობა დაიბრუნოს ეს ტერიტორიები, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმად.

როგორც პესკოვმა განმარტა, მას შემდეგ რაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით, ამ ტერიტორიების მიმართ ამოქმედდება რუსეთის კონსტიტუცია.

23 სექტემბერს დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ნაწილში, რუსეთთან შეერთების შესახებ „რეფერენდუმები“ იმართება. ე.წ. კენჭისყრა 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

უკერაინა და დასავლეთი აცხადებს, რომ „რეფერენდუმებს“ არანაირი იურიდიული შედეგები არ მოჰყვება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე