ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას უფრო მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მოეთხოვება - იაგო ხვიჩია გაეროში პრემიერის გამოსვლაზე

საქართველო, თბილისი - 14:40 | 23.09.2022
ნანახია: 313

ტექნიკური თვალსაზრისით, პრემიერს გაერო-ს დებატებზე ცუდი გამოსვლა არ ჰქონია, მაგრამ ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას უფრო მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მოეთხოვება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პირველ არხს განუცხადა.

„ჩემი აზრით, ტექნიკური თვალსაზრისით, პრემიერ-მინისტრს ცუდი გამოსვლა არ ჰქონია, მაგრამ ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, ბევრ საკითხთან დაკავშირებით უფრო მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მოეთხოვება და იმ გამოწვევების უფრო სერიოზულად აღქმა, მიწოდება საზოგადოებისთვის, რა გამოწვევებიც ახლა ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე