ესტონეთი არ მიიღებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო მობილიზაციას გაურბიან - პრემიერ-მინისტრი

საქართველო, თბილისი - 13:11 | 22.09.2022
ნანახია: 143

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა „სი-ენ-ენ“- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ესტონეთი არ მიიღებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პუტინის მიერ გამოცხადებულ სამხედრო მობილიზაციას გაურბიან.

 „ჩვენ ქვეყანაში ვიღებთ უკრაინელ ლტოლვოლებს. თითოეული მოქალაქე პასუხისმგებელია თავისი ქვეყნის ქმედებებზე და რუსეთის მოქალაქეები გამონაკლისები არ არიან. ამიტომ ჩვენ თავშესაფარს არ მივცემთ რუს კაცებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან გარბიან. ისინი უნდა გამოვიდნენ ომის წინააღმდეგ“, - განაცხადა კალასმა.

რუსეთის მოქალქეებისთვის თავშესაფრის მიცემაზე ასევე უარი განაცხადეს ლატვიამ და ლიეტუვამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე