არ დავმშვიდდებით, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს - ლიზ ტრასი

საქართველო, თბილისი - 12:45 | 22.09.2022
ნანახია: 108

ჩვენ არ დავშვიდდებით, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა გაეროში გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განცხადებით,  ბრიტანეთი არ შეასუსტებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

„კონფლიქტის ამ კრიტიკულ მომენტში, გპირდებით, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ან გავზრდით უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას მანამდე, ვიდრე საჭირო იქნება. ახალი იარაღი დიდი ბრიტანეთიდან შედის უკრაინაში სწორედ ახლა, როცა მე ვსაუბრობ, მათ შორის ახალი რაკეტები ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის. ჩვენ არ დავმშვიდდებით, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე