"ოცნებიდან წასულები" მორიგ განცხადებას ავრცელებენ
საქართველო, თბილისი - 18:39 | 19.09.2022 ნანახია: 367
"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები მორიგ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ დაფინანსებასთან დაკავშირებით საუბრობენ :
უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ამერიკის საელჩო ხშირად გვახსენებს, რომ მისი სახელმწიფო საქართველოს გასული 30 წლის მანძილზე 6 მილიარდი დოლარით დაეხმარა. არსებობს გამონათქვამი, რომ ნაჩუქარ ცხენს კბილი არ ესინჯება, ანუ როდესაც რაღაცას გჩუქნიან, ამ საჩუქრის რეალური ღირებულების განხილვაში, წესით, საერთოდ არ უნდა შეხვიდე. თუმცა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქველმოქმედო ორგანიზაცია არაა, შესაბამისად, არავის არაფერს ჩუქნის და სხვა ქვეყნებისთვის თანხის გამოყოფისას, საკუთარი ინტერესების კარნახით მოქმედებს. აქედან გამომდინარე, მთავარი, რითაც საზოგადოება უნდა დაინტერესდეს, არის ის, თუ რა მიზნით გამოყოფდა ამერიკის ხელისუფლება საქართველოზე თანხებს და რა ინტერესის საპირწონედ გვახსენებენ დღეს ასე ხშირად ე.წ. 6-მილიარდიან დახმარებას.
მაგალითისათვის, თუ ამ დაფინანსებას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესის საპირწონედ გვახსენებენ, ცხადია, ვერავითარი 6 მილიარდი ვერ ჩაანაცვლებს იმ ზიანს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან ომით შეიძლება მიიღოს. ყველას გვახსოვს, რომ 2008 წლის ომით საქართველომ, დაკარგულ ტერიტორიებთან და ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, რამდენიმე მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო.
თუ გვეტყვიან, რომ ქვეყანა რამდენიმე მილიარდით დემოკრატიის განსამტკიცებლად დააფინანსეს, ამაზე სერიოზულ კომენტარსაც კი ვერ გავაკეთებთ. დემოკრატიის ის მოდელი, რომელიც ამერიკელებმა სააკაშვილის რეჟიმის მაგალითზე ძალიან მძიმედ დაგვამახსოვრეს, თავისი შინაარსით სულ სხვა არსის მატარებელია, მაგრამ ამ მოდელზე დღეს არ შევჩერდებით და ამ თემას სამომავლოდ შემოვინახავთ.
საქართველო არის მოაზრებული გარკვეული როლისთვის, რომელიც მან საელჩოს კარნახით უნდა შეასრულოს და ყველაზე საინტერესო სწორედ ამ როლის გაანალიზებაა. ფაქტია, რომ მათთვის ჩვენი ერთადერთი ფუნქცია რუსეთის შეკავებაა. ამ ფუნქციისთვის ამზადებდნენ წლების მანძილზე ისინი უკრაინასა და საქართველოს, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის განადგურებაზე არ წავიდა, რასაც ამერიკელები ვერაფრით გვპატიობენ.
დაფინანსების კუთხით, რამდენიმე ფაქტორია განსაკუთრებით საინტერესო:
ამერიკელების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 30 წლის მანძილზე საქართველოს ამერიკულმა დაფინანსებამ, ელჩის მიერ ნათქვამისგან განსხვავებით, არა 6 მილიარდ დოლარზე მეტი, არამედ 4,5 მილიარდი შეადგინა, საიდანაც საქართველოში რეალურად მხოლოდ 3,5 მილიარდი გადმოირიცხა;
2013-2021 წლებში, ანუ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ამერიკულმა დაფინანსებამ მხოლოდ 1,15 მილიარდი დოლარი შეადგინა, საიდანაც 200 მილიონზე მეტი 2008 წლის ომის მძიმე შედეგების ნაწილობრივი ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი სპეციალური დაფინანსების ნარჩენი თანხა იყო. შედარებისთვის, სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პერიოდში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება 2,23 მილიარდი დოლარით, ანუ ორჯერ მეტი თანხით დააფინანსა. აქედან, ყველაზე დიდი თანხები 2006 წელს (411 მილიონი) და 2009 წელს (625 მილიონი) იქნა გამოყოფილი;
ამერიკული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი - 700 მილიონ დოლარზე მეტი ენჯეოების საქმიანობას, მათ შორის სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს მოხმარდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკული დაფინანსების ყველაზე დიდი წილი სწორედ ენჯეოებზე, ანუ, არსებითად, ამერიკული აგენტურის შენახვაზე მოდის, რაც, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს დახმარებად ვერაფრით ჩაითვლება;
გასული წლების განმავლობაში, ამერიკელების მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება თავდაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტის 2 პროცენტს გამოყოფდა, რაც ქვეყანას, ბუნებრივია, სერიოზულ ტვირთად აწვება. რაც მთავარია, ერაყისა და ავღანეთის მისიებში 30 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრომ იმსახურა, რითაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსგან ზუსტად 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების მხარდაჭერა მიიღო (ამერიკელების მიერ ერთ ამერიკელ სამხედროზე დახარჯულ თანხას ქართველი სამხედროების რაოდენობაზე თუ გავამრავლებთ, სწორედ 2,5 მილიარდ დოლარს მივიღებთ). საქართველოს მიერ გაღებულ ადამიანურ მსხვერპლზე, რომელიც შეუფასებელია, ბუნებრივია, აღარაფერს ვამბობთ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საკითხავია, 2013 წლიდან დღემდე საქართველომ უფრო მეტი მატერიალური სარგებელი მიიღო ამერიკისგან თუ ამერიკამ საქართველოსგან. თუ ჩვენს მიერ მოყვანილი რომელიმე მონაცემი არაზუსტია, მოვუწოდებთ საელჩოს, გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პრინციპით და რა მიზნობრიობით გამოიყოფოდა ამერიკული დაფინანსება საქართველოზე გასული წლების განმავლობაში, მათ შორის, გამოყოფილი დაფინანსებიდან, რეალურად რა თანხა დარჩა საქართველოში და რა თანხა დაბრუნდა ამერიკაში. სამწუხაროდ, საელჩოს მიერ დღემდე გამოქვეყნებული ინფორმაცია ძალზე მწირია და ქართულ საზოგადოებას დაფინანსების დეტალების შესახებ მკაფიო წარმოდგენას არ უქმნის, რაც ჩვენს უარყოფით ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს.
საზოგადოებას კარგად ახსოვს, როგორ აშანტაჟებდნენ საქართველოს ხელისუფლებას შარშან ევროკავშირის 75-მილიონიანი სესხის არგამოყოფით. ამერიკული დაფინანსება სახელმწიფოსთვის და მისი ეკონომიკური გაძლიერებისთვის რაიმე სერიოზული შედეგის მომტანი რომ იყოს, ბუნებრივია, მისი გაჩერებით დღემდე არაერთხელ დაგვემუქრებოდნენ. ეს რომ ასე არ ხდება, ჩვენთვის იმის დამატებითი მტკიცებულებაა, რომ დაფინანსების უდიდესი ნაწილი არც ქვეყნის განვითარებისთვის და არც სახელისუფლო სისტემის გამყარებისთვის არ არის განკუთვნილი და ის, უმეტესწილად, სწორედ საქართველოში ამერიკული ინტერესების გატარებას ხმარდება. აქედან გამონაკლისი იყო დაფინანსების რამდენიმე კომპონენტი - მაგალითად, მცირე მასშტაბის ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხები, ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუდენტების სწავლის დაფინანსება, აგრეთვე ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხაზით გამოყოფილი დაფინანსება, რომელიც განათლების სფეროს მოხმარდა (თუმცა, განათლების სფეროში ამერიკულმა ინტერვენციამ ჩვენს ქვეყანას, ზოგადად, რა მოუტანა, ამაზე დღეს არ შევჩერდებით და ამ თემას ყველაზე გვიან გავშლით).
ჩვენს მიერ განმარტებული ყველა გარემოება იმაზე მიანიშნებს, რომ ამერიკელები საქართველოს განვითარებაში რეალურ ინვესტიციას არ დებენ და მეტიც, მათ საქართველოდან მიიღეს 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების მატერიალური სარგებელი. ამერიკული დაფინანსება საქართველოში არა დემოკრატიული სისტემის განმტკიცებისკენ, არამედ სწორედ მისი შერყევისკენ რომ არის მიმართული, ეს უკვე ვთქვით და ამაზე მოგვიანებით საზოგადოებას ბევრად მეტ ინფორმაციას მივაწვდით.
ბოლოს, კიდევ ერთხელ გვსურს დავუსვათ საელჩოს შეკითხვა, რა არის მისი მთავარი სტრატეგიული ამოცანა, როდესაც საქართველოზე ფინანსებს გამოყოფს და ამ დაფინანსების დანიშნულებას განსაზღვრავს. საინტერესო იქნება, საელჩომ თავისი სტრატეგიული ამოცანის ჭრილში წარუდგინოს ქართულ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია გამოყოფილი თანხების დანიშნულების შესახებ. დარწმუნებული ვართ, ამგვარი დეტალური ინფორმაცია საზოგადოებამ რომ მიიღოს, მისთვის ნათელი გახდება, რომ დაფინანსების გამოყოფისას, ამერიკელებს არა ქველმოქმედებისა და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობის მოტივი, არამედ საკუთარი აგენტების გავლენის გაფართოების ინტერესი ამოძრავებთ, რომლებმაც საქართველო, უკრაინასთან ერთად, გლობალური ამერიკული სცენარის თვალდახუჭულ თანააღმსრულებლად უნდა აქციონ.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამერიკის საელჩოს მეტი გამჭვირვალობისა და დაფინანსებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისკენ. თუმცა, ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად გვაქვს, რადგან ზუსტად ვიცით, რომ ამ ინფორმაციის გასაჯაროება ქართული საზოგადოების აღქმაში სწორედ ჩვენს მიერ გამოტანილ შემაშფოთებელ დასკვნებს გაამყარებს.
პოლიტიკა
- რამდენიმე დღეა დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე, მუქარები ადასტურებს ივანიშვილი-კობახიძე-მდინარაძის პანიკას, ჩამოშლილია რეჟიმი, გამარჯვებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ - ლევან ხაბეიშვილი
- ანიტა და მისი რაზმი მანიპულაციის იმედად არის დარჩენილი - ირაკლი ქადაგიშვილი
- "ქართული ოცნებიდან" გაგდებული ზოგიერთი ყოფილი წევრი რადიკალიზმს ასაზრდოებს, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ვინც კანონს დაარღვევს, სახელმწიფო შეუვალი იქნება - დავით მათიკაშვილი
- რუსული რეჟიმი გონებას კარგავს და ისტერიული დაკავებების ახალ ეტაპს იწყებს, თავისუფლების ხმებზე მათი პასუხი კიდევ უფრო მეტი რეპრესიაა - სალომე ზურაბიშვილი
საზოგადოება
- 9 სექტემბერიდან 14 სექტემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც
- 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი
- ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, ერთი თხოვნა მაქვს, სასჯელს რომ გამოაცხადებთ, გვითხარით ვინ, რა დავაშავეთ, ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე - რეზო კიკნაძე
- „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით, თბილისმა საერთაშორისო რეგატას პირველად უმასპინძლა - ახალი ეტაპი აფროსნობის განვითარებაში
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელიც 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა - შსს
- პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა
- სასამართლომ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშს ყადაღა დაადო
- პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
მსოფლიო
- საფრანგეთი მკაცრად გმობს ტერორისტულ თავდასხმას, აღმოსავლეთ იერუსალიმში, ძალადობის სპირალი უნდა დასრულდეს, მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტა მოიტანს მშვიდობასა და სტაბილურობას - ემანუელ მაკრონი
- თურქეთის ქალაქ იზმირში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა
- ალყაში მოვაქციეთ ის სოფლები, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ - ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში მომხდარი თავდასხმის ადგილზე მივიდა
- გადაეცით თბილი მოკითხვა ვლადიმირ პუტინსა და კიმ ჩენ ინს, ვიდრე თქვენ აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობთ - დონალდ ტრამპი სი ძინპინს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- World EV Day - ,,თეგეტა მოტორსი” ელექტრომობილების მსოფლიო დღეს უერთდება
- 80-მდე პროექტი და 5 000-ზე მეტი ბენეფიციარი - ქველმოქმედების საერთაშორისო დღეს Tegeta.care შედეგებს აჯამებს
- "თეგეტა მოტორსი" King of Drift-ის 2 ეკიპაჟის მხარდამჭერია
- Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება