გასაოცარია ამერიკის ელჩის პოზიცია, რომ თურმე, ოთხეულის განცხადებები და პოზიცია რუსული ნარატივი ყოფილა - ალუდა ღუდუშაური

საქართველო, თბილისი - 15:49 | 16.09.2022
ნანახია: 307

გასაოცარია ქალბატონი ელჩის პოზიცია, რომ თურმე, ოთხეულის განცხადებები და პოზიცია რუსული ნარატივი ყოფილა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ჩემთვის გასაოცარია ქალბატონი ელჩის პოზიცია, რომ თურმე, ოთხეულის განცხადებები და პოზიცია რუსული ნარატივი ყოფილა. ეს ძალიან სამწუხაროა და ვფიქრობ, რომ ძალიან უხერხული ბრალდებებია, რომელიც, ამავდროულად, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. რამეთუ, თქვენ კარგად ხედავთ, რომ მთელი რიგი საკითხები, რომელსაც გნებავთ ეს დეპუტატები სვამენ და აყენებენ, მინდა გითხრათ, რომ არის საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის პოზიცია", - თქვა ღუდუშაურმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება მთვრობა რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებს უფრო მკვეთრად და მკაფიოდ




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე