საქართველოს ბანკისა და „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ ერთობლივი ტრენინგი თელავში გაიმართება
საქართველო, თბილისი - 16:18 | 15.09.2022 ნანახია: 757
15 სექტემბერი, 2022 - საქართველოს ბანკი ბუღალტრების განვითარებისთვის საჭირო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკისა და „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ პარტნიორობით თელავში ტრენინგი ჩატარდება. ღონისძიება 16 სექტემბერს, 18:00 საათზე, Holiday Inn Telavi-ში გაიმართება.
შეხვედრა ისეთ თემებს დაეთმობა, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზე საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, ტურისტული საქმიანობით დაკავებული პირების საგადასახადო ვალდებულებები. ტრენინგს თეა გორგოძე გაუძღვება, რომელსაც საგადასახადო კანონმდებლობის პროცედურულ საკითხებში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.
ტრენინგზე დასწრება „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ წევრებისთვის თავისუფალია. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა.
სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომია:https://bit.ly/3wCCqPW
„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს საჭირო და საინტერესო წამოწყებებსა და პროექტებს. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა “ბუღალტერთა კლუბი ფორუმთან” ერთად მორიგ საინტერესო ტრენინგს ვუმასპინძლოთ. შეხვედრების სერიის მიზანია, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში, კიდევ უფრო მეტ ბუღალტერს მივცეს შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებზე ან ტურისტული საქმიანობით დაკავებული პირების საგადასახადო ვალდებულებებზე. ჩვენი მიზანია, მსგავსი პროექტებით ხელი შევუწყოთ ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურ ათვისებას, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ბუღალტრების საქმიანობაზე“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















