ლომჯარია დისკომფორტს უქმნიდა ქართულ სახელმწიფოს იმით, რომ იყო პოლიტიზებული - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 15:13 | 15.09.2022
ნანახია: 336

ლომჯარია დისკომფორტს უქმნიდა ქართულ სახელმწიფოს იმით, რომ იყო პოლიტიზებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესის კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სახალხო დამცველი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება, პოლიტიზებულია და ის დისკომფორტს არა მმართველ პარტიას, არამედ ქართულ სახელმწიფოს უქმნის.

„ლომჯარია არანაირ დისკომფორტს არ გვიქმნიდა, ლომჯარია დისკომფორტს უქმნიდა ქართულ სახელმწიფოს იმით, რომ იყო პოლიტიზებული და მთლიანად იყო შესული პოლიტიკურ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე