ფაშინიანის განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შეტაკებებისას სომხური მხრიდან 105 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 19:18 | 14.09.2022
ნანახია: 321

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვართან შეტაკებების შედეგად, "სომხურ მხარეს 105 დაღუპული ჰყავს". ამის შესახებ მან სომხეთის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფაშნიანის თქმით, დაღუპულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 13 სექტემბერს გამოაცხადა, რომ სომხეთთან შეტაკებებში 50 სამხედრო დაკარგა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვართან საბრძოლო მოქმედებები 12 სექტემბერს, ღამიდან განახლდა. ერევანმა და ბაქომ ერთმანეთი დაადანაშაულეს აგრესიის წამოწყებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე