ბატონო ივანიშვილო, არ დაგავიწყდეთ რეფერენდუმზე მეორე კითხვის დასმა - რომელი პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს საქართველოს წევრობას ნატოსა და ევროკავშირში - კახა ოქრიაშვილი
საქართველო, თბილისი - 15:37 | 14.09.2022 ნანახია: 513
ივანიშვილის მიერ კობახიძის გამოგორების სიხშირის ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ბატონი ივანიშვილი ძალიან ნერვიულობს. მან მორიგ ჯერზე გამოაგორა კობახიძე - რეფერენდუმი ჩავატაროთ, უნდა თუ არა საქართველოს მოსახლეობას ომიო, - ასე ეხმიანება „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი ირაკლი კობახიძის ინივიატივას რეფრენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ასეთი რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, თუნდაც ერთდროულად, შედეგი ყველგან ერთნაირი იქნება - მოსახლეობის 100 % ომის წინააღმდეგია, ოკუპანტ რუსეთშიც კი. „ეს მორიგი აფერისტობაა! „
„უკრაინაში პუტინისტური რუსეთის დამარცხებების და მოსახლეობაში მხარდაჭერის კარგვის ფონზე, რა სურს „ოცნებას“ - ხალხო, ჩვენ გადაგარჩინეთ ომსო. ამიტომ ქვეყანა რომ ფსკერზეა, ხალხის შემოსავალი დოლარში რომ იკლებს, ეკონომიკა რომ არ იზრდება, მათი მმართველობის პერიოდში მოსახლეობის 23 % ემიგრაციაში რომ გაიქცა, ევროკავშირი კარს რომ არ გვიღებს, ქვეყანა კორუფციაში რომ იხრჩობა, ჩავარდნილი რეფორმები, ტოტალური უსამართლობა, უსამართლო სასამართლო და აქედან გამომდინარე, უსამართლო გარემო, მრავალგზის გაყალბებული არჩევნები, დაკვეთილი მკვლელობები, მედიაზე, არასამთავრობო სექტორზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობა, პოლიტიკური პატიმრები, გოგაშვილის მიერ ღალატში მხილებული სისტემა - თურმე, გამოგონილი ომის საფრთხის გამო ეს ყველაფერი უნდა ვაპატიოთ! ივანიშვილო, ეს აფერისტობა არ გაგივა!
ათი წელია, ეს არის ქვეყნის საშინაო პოლიტიკა, ხოლო მთელი საგარეო ურთიერთობები დაყვანილია პუტინისტურ რუსეთთან უკანა ნალში შეძვრომის პოლიტიკაზე.
ბატონო ივანიშვილო, არ დაგავიწყდეთ რეფერენდუმზე მეორე კითხვის დასმა - რომელი პოლიტიკური ძალა უზრუნველყოფს საქართველოს წევრობას ნატოსა და ევროკავშირში, ანუ საქართველოს ნათელ მომავალს, „ოცნება“ თუ ახალი კოალიციური მთავრობა?! პასუხი წინასწარ ცნობილია - მოსახლეობის 85 % მხარს ახალ კოალიციურ მთავრობას უჭერს“, - ამბობს ოქრიაშვილი.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















