ღმერთმა ყველგან ვერ ვიქნებიო და დედა და ბებია გააჩინა - "ქართული ოცნების" დეპუტატი

საქართველო, თბილისი - 15:56 | 12.09.2022
ნანახია: 303

ღმერთმა ყველგან ვერ ვიქნებიო და დედა და ბებია მაგიტომ გააჩინა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა.

"ღმერთმა ყველგან ვერ ვიქნებიო და დედა და ბებია მაგიტომ გააჩინა. მე პირადად, ცხოვრებაში თუკი რაიმე კარგი მახსოვს, ყველაფერი ბებიისგან მახსოვს. რომ არ მოგატყუოთ, დილას ჩემთან ტელეფონზე ძალიან ბევრი ზარი შემოვიდა და ახალგაზრდა ბებიებმა გააპროტესტეს, ჩვენ არ გვინდა განსაკუთრებული ბებიის დღეობაო. მართლა ყველა დღე ბებიისაა და ამის საკანონმდებლო დონეზე განხილვა არც მე მიმაჩნია სწორად," - განაცხადა დეპუტატმა.

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქე მიხეილ სახვაძის ინიციატივაზე იმსჯელა, რომელიც საქართველოში ბებიის დღის ოფიცალურად დაწესებას ითხოვდა. კომიტეტმა მას მხარი არ დაუჭირა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე