არავითარი "სტრატეგია" და "ლელო" არ არსებობენ, არსებობს "ნაცმოძრაობა", სადაც შედის ხუთი პარტია - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 15:34 | 12.09.2022
ნანახია: 385

არავითარი „სტრატეგია“ და „ლელო“ არ არსებობენ, არსებობს „ნაცმოძრაობა“, სადაც შედის ხუთი პარტია. ეს ადამიანები მოქმედებენ ევრორეკომენდაციების საწინააღმდეგოდ და საბოტაჟს უკეთებენ მას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელომ“ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მეორე-მესამე მოსმენებით მხარი აღარ დაუჭირეს, რადგან რეკომენდაციების შესრულება არ სურთ.

„არავითარი „სტრატეგია“ და „ლელო“ არ არსებობენ, არსებობს „ნაცმოძრაობა“, სადაც შედის ხუთი პარტია, მათ შორის „დროა“, ჯაფარიძის გირჩი. ეს ადამიანები მოქმედებენ ევრორეკომენდაციების საწინააღმდეგოდ და საბოტაჟს უკეთებენ. მეორე საკითხია, ახლა ამას როგორ შეფუთავენ. მგონია, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს არ მიიღებს ისე, როგორც ისინი ატყუებენ. რეალურად, ადგილი აქვს საბოტაჟს. მეორე-მესამე მოსმენების დროს მხარი არ დაუჭირეს, რადგან რეკომენდაციების შესრულება არ უნდათ. მხარი არ დაუჭირეს მე-12 პუნქტის შესრულებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე