ჩვენ გვექნება გაზი, სინათლე, წყალი და საკვები და რაც მთავარია, ჩვენ ვიქნებით – თქვენ გარეშე - ზელენსკი ოკუპანტებს

საქართველო, თბილისი - 01:09 | 12.09.2022
ნანახია: 393

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმიანება რუსეთის მიერ ხარკოვის თბოელექტროსადგურზე თავდასხმას, რომლის შედეგად ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში მოსახლეობას ელეტქროენერგია არ მიეწოდება.

„უკუნ სიბნელეშიც კი, უკრაინა და ცივილიზებული სამყარო ხედავენ ამ ტერორისტულ აქტებს, რომლებიც რუსეთმა დღეს უკრაინის თბოელექტროსადგურებზე მიიტანა. მიზანმიმართული და ცინიკური სარაკეტო დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. არც ერთი სამხედრო ობიექტი. გამორთული ხარკოვისა და დონეცკის ოლქები. ზაპოროჟიეში, დნეპროპეტროვსკსა და სუმიში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ წუთებამდე არ მიეწოდება. კარგად წაიკითხეთ ტუჩებით: გაზის გარეშე, თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. სინათლის გარეშე, თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. წყლისა და საკვების გარეშე, თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე. სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი ჩვენთვის არ არის ისეთი საშინელი და მომაკვდინებელი, როგორიც თქვენთან „მეგობრობა და ძმობა“. მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ჩვენ გვექნება გაზი, სინათლე, წყალი და საკვები და რაც მთავარია, ჩვენ ვიქნებით – თქვენ გარეშე“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე