სახელმწიფო საზღვრამდე დარჩენილია 50 კმ - ვალერი ჟალუზნი

საქართველო, თბილისი - 16:54 | 11.09.2022
ნანახია: 625

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთვარსარდალი ვალერი ზალუჟნი Telegram-ზე წერს, რომ უკრაინის სახელმწიფო საზღვრამდე 50 კმ დარჩა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისიდან 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა.

ამასთან, ის აქვეყნებს ფოტოებს, რომელზეც ასახულია რუსეთის ჯარებისგან გათავისუფლებული ხარკოვის რაიონის სოფლები: ბაირაკი, ნოვაია გუსაროვკა, შჩუროვკა და ოლხოვატკა.

„შეიარაღებული ძალები აგრძელებენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას. სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის კონტროლის ქვეშ 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი. ხარკოვის მიმართულებით დავიწყეთ წინსვლა არამხოლოდ სამხრეთისა და აღმოსავლეთის, არამედ ჩრდილოეთის მიმართულებით. სახელმწიფო საზღვარზე გასასვლელად 50 კმ დარჩა... იმ ტერიტორიების აღებამ, სადაც რუსული ჯარები არიან გამაგრებული და რომლებსაც ისინი ამაყად უწოდებდნენ „მოსკოვს“, „ომსკს“ და „პიტერს“, შესაძლებელი გახდა კონტრშეტევის განხორციელება ბალაკლეაზე, იზიუმსა და კუპიანსკზე“, - წერს ზალუჟნი.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე