TBC ბანკმა სანქცია დამადო და ანგარიშები დამიხურა - დიმიტრი ლორთქიფანიძე

საქართველო, თბილისი - 18:49 | 10.09.2022
ნანახია: 629

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ TBC ბანკმა სანქციები დაუწესა და ანგარიშები დაუხურა.

"TBC ბანკმა სანქცია დამადო და ანგარიშები დამიხურა! დაიწყო საბანკო ტერორი!!!" - წერს ლორთქიფანიძე.

ამავე პოსტის კომენტარებში, ლორთქიფანიძემ ასევე გამოაქვეყნა ანგარიშების დახურვის შესახებ TBC ბანკის განმარტება.

TBC აცხადებს, რომ ანგარიშების დახურვა ბანკის შიდა პოლიტიკის გათვალისწინებით გადაწყვიტეს.

"ანგარიშების დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე", - აცხადებს TBC.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე