მამაჩემი მიხვდა, რომ მისი აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო, მას აღარ უნდა, რომ აქ იყოს - ედუარდ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 19:51 | 09.09.2022
ნანახია: 280

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" ვაჟმა, ედუარდ სააკაშვილმა მოინახულა.

მამის მონახულების შემდეგ, ედუარდ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მიხვდა, რომ საქართველოში ჩამოსვლა შეცდომა იყო.

"მგონი, მას გაცნობიერებული აქვს, რომ მისი აქ ჩამოსვლა იყო შეცდომა და ეს უკვე მისგან არაერთხელ გამიგია... მე მგონი, ამას მიხვდა და დანარჩენს ვნახავთ. მას აღარ უნდა, რომ აქ იყოს, ფიქრობს, რომ არც უნდა ჩამოსულიყო, დღეს მისი პრიორიტეტია, რომ უბრალოდ, გადარჩეს და შეინარჩუნოს ჯანმრთელობა", - თქვა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე