სალომე ზურაბიშვილი ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველო, თბილისი - 23:35 | 08.09.2022
ნანახია: 352

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მისმა უდიდებულესობა, ელისაბედ II-მ სიცოცხლე თავის ხალხს, ერსა და სახელმწიფოს მიუძღვნა.

დემოკრატიისადმი და ღირსებისადმი მიზანდასახულობისა და თავდადების მაგალითმა მას ისტორიაში უნიკალური ადგილი მოუპოვა.

ჩემი ფიქრები სამეფო ოჯახთანაა“, - წერს პრეზიდენტი Twitter-ზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე