ახმეტაში ვარჯიშის დროს 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 19:06 | 08.09.2022
ნანახია: 354

ახმეტის მუნიციპლიტეტის სოფელ დუმასტურში, ძიუდოს სავარჯიშო დარბაზში, 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

"მთავარი არხის" ინფორმაცით, მოზარდმა ვარჯიშის დროს სავარაუდოდ ქალა ფუძის ტრავმა მიიღო და გარდაიცვალა.

"დუმასტურში მამას ჰყავდა წაყვანილი სავარჯიშოდ, ძიუდოს დარბაზია, იქ. ვარჯიშის დროს, სავარაუდოდ, კისრის ტრავმა მიიღო და მამის თვალწინ დაიღუპა "- ციტირებს ტელეარხი ადგილობრივებს.

გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე