საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს - კახა ოქრიაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:30 | 16.08.2022
ნანახია: 644

„პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ გასულების მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარის, გურამ მაჭარაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, ასეთ განცხადებებს საქართველო მიჰყავს საერთაშორისო იზოლაციისკენ.

„ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას. 

რას უნდა ველოდოთ ქართველი ხალხი: საერთაშორისო იზოლაციას. ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. ისედაც მაჩანჩალა ეკონომიკის ჩამოშლას, ლარის „კუპონიზაციას“ და ხალხის ტოტალურ გაღატაკებას. აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს“, - ამბობს ოქრიაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე