ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში კორონავირუსის 12 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 12:50 | 16.08.2022
ნანახია: 338

გასული ერთი კვირის (07.08- 14.08) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 12 338 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ერთი კვირის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან 12 766 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 16.58%.

წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 11 199 პირი, გარდაიცვალა რვა პაციენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე