პირადი კონტაქტის საფუძველზე არ მოგვისმენია, რომ "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის გამიჯვნა ხდება ერთმანეთისგან - დეკანოიძე
საქართველო, თბილისი - 13:54 | 10.08.2022 ნანახია: 804
ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან და საქართველოს პოლიტიკისგან არის უბრალოდ წარმოუდგენელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის ფაქტორი რეალურად ქართულ პოლიტიკაში.
„მისი აწმყო არის ფაქტორი საქართველოს პოლიტიკაში. რაც შეეხება ღია მონაწილეობას არჩევნებში, ეს არის მისი პირადი გადასაწყვეტი და ასევე საქართველოს მოქალაქეებისა და ამომრჩევლების გადასაწყვეტი. მე მხოლოდ სოციალური ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებიდან და ადოკატების განცხადებების გამომდინარე არ ვიმსჯელებ, რადგან წარმოუდგენელია მიხეილ სააკაშვილის განცალკევება საქართველოსგან. იგი არის ფაქტორი, მას აქვს ძალიან დიდი ისტორიული მნიშვნელობა, იგი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი და არაბუნებრივი იმაში, რომ მას უკრაინის მოვლენები ახლა ძალიან აინტერესებს, ამაში არაბუნებრივი არაფერი არ არის“, – განაცხადა დეკანოიძემ.
კითხვაზე, დატოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა: „ჩვენ როგორც პარტიას, მის მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც არა მხოლოდ პარტიულად ვართ დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილთან, არამედ მასთან გვაქვს წლების განმავლობაში კავშირი, ჩვენ არავითარი განცხადება, არავითარი პირადი კონტაქტის საფუძველზე არ მოგვისმენია, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის გამიჯვნა ხდება ერთმანეთისგან.“
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჩამოშორება ვერ მოხდება საქართველოდან და საქართველოს პოლიტიკიდან.
პოლიტიკა
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
- ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებიაო, ამ ტყუილით შეიზილეს „ქოცებმა“ ქვეყნის შეურაცხყოფა, ახლა კიდევ მოლდოვის რუსულ-კომუნისტური სპექტრი ჩამოდის კრემლის ღია აგენტის, იგორ დოდონის მეთაურობით - ნიკა გვარამია
- მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა იგორ დოდონმა, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა
საზოგადოება
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
მსოფლიო
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
- ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა
- ირანი მოუწოდებს სტუდენტებს, პროფესორებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ელექტროსადგურების გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან
- ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა პუტინზე, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე, ომის წაქეზების ნაცვლად, შეიყვარე და გადაარჩინე შენი ქვეყანა, დონალდ! - ვიქტორ ორბანი დონალდ ტუსკს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















