გვახსოვს და ვგმობთ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ცინიკურ შეჭრას - ლატვიის საგარეო უწყება

საქართველო, თბილისი - 11:29 | 07.08.2022
ნანახია: 344

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ გვახსოვს და ვგმობთ 2008 წელს საქართველოში რუსეთის ცინიკურ შეჭრას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას გამოვხატავთ. ამ ომმა შეცვალა რეგიონული უსაფრთხოების ლანდშაფტი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს უდიდესი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანი მიაყენა“ - წერია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე