თბილისში, ექიმმა თავისი კოლეგა დაჭრა

საქართველო, თბილისი - 19:31 | 05.08.2022
ნანახია: 526

სროლა იყო კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში. წინასწარი ინფორმაციით, კლინიკაში მომუშავე ექიმმა საკუთარი კოლეგა დაჭრა, რომელსაც ახლა სამედიცინო ჩარევა უტარდება.

დაჭრილია დაწესებულების ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორი, დერმატო-ვენეროლოგი გიორგი გალდავა.

როგორც ცნობილია, თავდამსხმელმა კოლეგას ჭრილობები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით, ხელისა და მუცლის არეში მიაყენა. 

მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები. არსებული ინფორმაციით თავადსხმის შემდეგ დამნაშავემ შემთხვევის ადგილი დატოვა.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.

ინცინდენტის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე