დაიღუპა ტურისტი, რომელიც პარაპლანით კლდეს შეეჯახა

საქართველო, თბილისი - 21:53 | 29.07.2022
ნანახია: 435

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ტურისტი, რომელიც პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა, გარდაიცვალა

მისივე თქმით, პარაპლანის პილოტი დაშავებულია და საავადმყოფოშია მოთავსებული.

"ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც პარაპლანით ფრინავდა და მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი გარდაცვლილია, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ქართველი ვინც იყო ცოცხალია ის, ამოიყვანეს დაშავებული, ის გადაჰყავს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს" - ამბობს მინისტრი.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენმა, რომელიც პარაპლანის ჩამოვარდნის ადგილზე სამაშველო სამუშაოებისთვის მიემართებოდა, მართვა დაკარგა და კატასტროფა განიცადა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე