გუდაურში, ვერტმფრენiის ჩამოვარდნისას ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 21:08 | 29.07.2022
ნანახია: 408

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

ვახტანგ გომელაურმა გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარ ფაქტზე, მივუსამძიმრო დაღუპულბის ოჯახებს. მძიმეა ჩვენთვის ყველასთვის, მით უმეტეს ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის, შსს-სთვის. ექვსი იყო ჩვენი თანამშრომელი, ორი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები იყვნენ. უბედური შემთხვევა მოხდა, კადრიც გავიდა ტელევიზიით, ვერმტფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხვდა მისი ვარდნა. ჯერ მეტი არაფერი ვიცით, ექსპერტები იმუშავებენ, რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა, აქედან გამომდინარე, უკვე გვექნება სავარაუდო პასუხი“, – განაცხადა გომელაურმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე