ჩვენი მიმართულება არის დასავლური, ეს არ გადაიხედება - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 23:27 | 28.07.2022
ნანახია: 386

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას დასავლური კურსი აქვს აღებული და ეს აღარასდროს გადაიხედება. ამის შესახებ მან ტელეარხ "იმედის" ეთერში განაცხადა.

"ქართველი ხალხის ნება, განწყობა და ჩამოყალიბებული აზრია, რომ ჩვენი მიმართულება არის დასავლური. ეს არ გადაიხედება, ვეღარასდროს ვეღარ გადახედავს ამ ქვეყანაში ვერავინ. შეკამათება რაღაც საკითხებზე არ ნიშნავს კურსიდან გადახვევას, თვითონ დედას აგინებდნენ, ლანძღავდნენ პირდაპირ ეთერში და ის არაფერი არ იყო, და შენ როგორც კი კითხვას დასვამ, ეს არის ანტიდასავლური კურსი", - თქვა მდინარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე