„საგზაო მოძრაობის კულტურა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო ნაწილია“ - მსახიობი ნინო კასრაძე „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას შეუერთდა
საქართველო, თბილისი - 14:54 | 27.07.2022 ნანახია: 876
მსახიობი ნინო კასრაძე „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალ კამპანიას შეუერთდა, რომელიც საგზაო მოძრაობის კულტურას ეხება და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აქვს მიზნად დასახული.
როგორც აღმოჩნდა, ნინო კასრაძისთვის საჭესთან ჯდომა ძალიან დიდ სტრესთან ასოცირდება. ამბობს, რომ უკმაყოფილოა გარემოთი და საკუთარი თავით.
ამიტომ ჯერ თავის გამოცდილებაზე გვიამბობს - მართვის მოწმობა საკმაოდ გვიან აიღო და თანაც მაშინ, როცა დიდი ცოდნა საჭირო არ იყო. ამიტომ ბევრი რამ პრაქტიკით ისწავლა.
ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ არსებობს გარკვეული კულტურული ნორმები, რომლებიც შესაძლოა, კანონით არ რეგულირდება, მაგრამ, როდესაც ადამიანი საჭესთან ზის, აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს მათ.
„ეს ექსტრემალური სიტუაცია გაჩვენებს საკუთარ თავს. თითქოს თავშეკავებული ადამიანი შესაძლოა, სრულიად გაუწონასწორებელი აღმოჩნდეს საჭესთან. ამიტომ ვამბობ, რომ საჭესთან ჯდომა ავლენს შენს კულტურას. შენ შეიძლება ერთს საუბრობდე და მოუწოდებდე და საჭესთან სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდე, როგორც ძირითადად ხდება. ძალიან ვცდილობ, თავი შევიკავო, თუმცა არ არის ეს მარტივი“, - ნინო კასრაძე, მსახიობი.
ასეთ კულტურულ ნორმებს შორის ნინო კასრაძისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი საჭესთან ქალების მიმართ ბულინგი და შეურაცხყოფაა.
„როდესაც აღმართზეადიხარ და დაღმართზე მანქანა მოდის, შეიძლება არ დაგითმოს იმიტომ, რომ ქალი ხარ“.
მისთვის საგზაო მოძრაობის დროს სტრესულ გარემოს ისიც ქმნის, რომ, როგორც ამბობს, მძღოლების უმეტესობამ მართვის წესები არ იცის.
კიდევ ერთი, რაც ნინო კასრაძისთვის მიუღებელია, მანქანიდან ქუჩაში გადაგდებული ნაგავია. მისთვის ეს, ზოგადად, უკულტურობის ნიშანია. ალბათ, ძალიან ცოტა ადამიანი არსებობს, ვისთვისაც ეს მისაღებია, თუმცა, როგორც ჩანს, არც ისე ცოტა, რადგან დღეში ერთხელ მაინც ვხვდებით ასეთ ადამიანს, მანქანიდან ნაგავს რომ მოისვრის და გზას აუღელვებლად გააგრძელებს.
ნინო კასრაძე ფიქრობს, რომ ეს ნორმები მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როდესაც საზოგადოება თავად დაიწყებს ფიქრს, რა შეცვალოს. ამბობს, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ ეს კამპანიაც ზუსტად ამის ნაწილია.
„კომპანია ფიქრობს, მე მოვემსახურები მანქანას, მაგრამ მხოლოდ მანქანის მომსახურება ხომ არ არის? სინამდვილეში ერთი დიდი მთლიანობის ნაწილია. მართალიცაა... ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ეს. დავფიქრდეთ, დღევანდელი შენი საქციელი ხომ არ არის ხვალინდელი არასრულყოფილი საზოგადოების წინაპირობა“, - ნინო კასრაძე, მსახიობი.
როგორ შეიძლება, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ, როგორც ქვეითმა, როგორც მძღოლმა, როგორც მგზავრმა, რომ ზოგადად შეიცვალოს ჩვენი კულტურა, რაც, ბუნებრივია, აისახება საჭესთან, საგზაო მოძრაობისას. ამ შეკითხვაზე, ალბათ, ყველა ჩვენი წარმოდგენების მიხედვით ვპასუხობთ.
„საბოლოო ჯამში, იქამდე მივდივართ, რომ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის აქტიურობა. ბოლო დროს ძალიან ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს შეკითხვას - „რა უნდა გავაკეთოთ“. მე მგონია, რომ უნდა იყო ადეკვატური - რეაქცია უნდა გქონდეს, უნდა გამოხატო, უნდა ილაპარაკო. რა თქმა უნდა, არ უნდა დავხოცოთ ერთმანეთი, არ უნდა ვიჩხუბოთ, მაგრამ... და შენი თავიდან უნდა დაიწყო ყოველთვის, უნდა გამოხატო, უნდა ილაპარაკო“.
საგზაო მოძრაობის კულტურა რომ გაიზარდოს, რომ დავიცვათ ის ნორმები, რომლებზეც უმეტესობა მაინც ვთანხმდებით, მაგრამ ასე ცალკე აღებულს ვერცერთ კოდექსში ვერ შევხვდებით, ეს ისევ ჩვენს ხელშია. და რთულია, აქ არ დაეთანხმო ნინო კასრაძეს - მითითებაც, საუბარიც, გამოსწორებაც, პირველ რიგში, საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ!
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















