საიდან სადამდე, სამწუხაროა ეს ყველაფერი. ასე იმსხვრევა მითები - გახარია ივანიშვილზე

საქართველო, თბილისი - 13:08 | 27.07.2022
ნანახია: 630

პერსონალურ ინტერესებში ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდე მივედით, - ასე ეხმიანება პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგია გახარია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.

"მასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ნუ, საიდან სადამდე, რა. აი, სამწუხაროა ეს ყველაფერი. საიდან სადამდე. საკუთარ პერსონალურ ინტერესებში ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდე მივედით და ასე იმსხვრევა მითები საერთოდ", - განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ წერილში განაცხადა, რომ "საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია".

მისივე თქმით, აშშ-ის ელჩის თხოვნით, მასთან შეხვედრა 21 მარტს გაიმართა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე