უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის სოფელი ანდრეევკა გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 10:51 | 27.07.2022
ნანახია: 338

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის სოფელი ანდრეევკა რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ინფორმაციას „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ მტერს 4 დარტყმა მიაყენა მოიერიშე თვითმფრინავების, ბომბდამშენებისა და ვერტმფრენების გამოყენებით.

განადგურებულია ოკუპანტების 4 საყრდენი პუნქტი ანდრეევკის, ბელოგორკისა და ბლაგოდატნოეს რაიონებში.

ამგვარად, ანდრეევკა საბოლოოდ გათავისუფლებულია რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან. „ისევე, როგორც ლოზოვოეში, სადაც ჩვენმა ჯარებმა რამდენიმე დღის წინ გაიმყარეს თავიანთი პოზიციები!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე