შეხვედრა აშშ-ის ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა - ბიძინა ივანიშვილი

საქართველო, თბილისი - 10:07 | 27.07.2022
ნანახია: 367

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს გავრცელებულ განცხადებაში შეერთებული შტატების ელჩთან კელი დეგნანთან შეხედრის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, შეხვედრა 21 მარტს ელჩის თხოვნით ნამდვილად შედგა და ის სამ საათს გაგრძელდა.

„რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა, განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე