ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 10 253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 12:39 | 26.07.2022
ნანახია: 364

18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 10 253 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

გარდაიცვალა კიდევ 5 პაციენტი. საანგარიშო პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 7 508 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 74 245 ტესტი.

ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 13.81%-ია, ხოლო ბოლო 14 დღის - 12.35%.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე