კობახიძე ჩემმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა, პირდაპირ პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა - ნატალი ჯახუტაშვილი

საქართველო, თბილისი - 22:26 | 25.07.2022
ნანახია: 1022

ირაკლი კობახიძე ჩემმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა, - ასე ეხმიანება "მთავარი არხის" ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი ირაკლი კობახიძის თავდასხმას.

"ირაკლი კობახიძე ჩემმა კრიტიკულმა კითხვებმა გააღიზიანა როგორც ჩანს. მე უბრალოდ მინდოდა, მას შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება, სადაც მან განაცხადა, რომ კგბ-ს აგენტის შვილი იყო ირაკლი კობახიძე და აქედან გამომდინარე მას არ უკვირდა კობახიძის კავშირები რუსეთთან.

ამ კითხვის შემდეგ პირდაპირ პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარე ჩემი მისამართით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზოგადად მმართველი გუნდის წევრები თავს ესხმიან კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს მაშინ, როდესაც მათ არ მოსწონთ ჩვენი კითხვები", - თქვა ჟურნალისტმა.

ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" შეკითხვამ გააღიზიანა. ჟურნალისტმა მას სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება იმაზე, რომ "კობახიძის მამა "კაგებეშნიკია", რის შემდეგაც კობახიძემ ჟურნალისტს მიმართა: "ქალის სახე დაკარგე, პირი მოიწმინდე, სამარცხვინო, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე