დნესტრისპირეთის სურვილი, შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში, სერიოზულად უნდა იყოს განხილული - რუსეთის დუმის დეპუტატი

საქართველო, თბილისი - 15:24 | 22.07.2022
ნანახია: 423

დნესტრისპირეთის სურვილი შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში სერიოზულად უნდა იყოს განხილული, ეს არ არის შორეული მომავლის საკითხი, არამედ „მიმართულია უახლეოს მომავალში“, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრმა დმიტრი ბელიკმა განაცხადა.

21 ივლისს, მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის -დნესსტრიპირეთის  ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტალი იგნატიევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ  2006 წლის რეფერენდუმის შედეგების შესაბამისად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ტერიტორია რუსეთს უნდა შეუერთდეს.

როგორც ბელიკმა განმარტა, დღეს დნესტრისპირეთი „მოლდოვის ის ანკლავია, რომელსაც არ სურს რუმინეთთან ყოფნა და სიხარულით მასპინძლობს  რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტს“. ასევე დუმის დეპუტატი მიიჩნევს, რომ დნესტრისპირეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები უნდა განიხილებოდეს, არა როგორც „მოდური ტრენდი და ვინმესთან გაერთიანების სურვილი, არამედ როგორც მოსახლეობის ნების გამოხატვა“.

ბელიკის განცხადებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მოლდოვა ნატო-ს წევრობის პოტენციური კანდიდატია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე