საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი დაყოფა ახლა რუსეთის მიზანს ემსახურება - კელი დეგნანი

საქართველო, თბილისი - 14:48 | 22.07.2022
ნანახია: 302

საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი დაყოფა ახლა რუსეთის მიზანს ემსახურება, - ნათქვამია შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანის განცხადებაში, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს.

„როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველო და უკრაინა იყოს ერთიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ორივე ქვეყანამ იცის, რას ნიშნავს, იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული და საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი დაყოფა ახლა რუსეთის მიზანს ემსახურება." - აღნიშნავს ელჩი დეგნანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე