ინდოეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დრაუპადი მურმუმ გაიმარჯვა

საქართველო, თბილისი - 12:05 | 22.07.2022
ნანახია: 304

ინდოეთის მმართველი პარტია ნაციონალური დემოკრატიული ალიანსის კანდიდატმა დრაუპადი მურმუმ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

მედიის ინფორმაციით, მურმუმ ამომრჩეველთა ხმების 64 პროცენტი მოაგროვა (676 803).

მუმრუ სანტალების ხალხთა წარმომადგენელია. ის მეორე ქალია, რომელიც ინდოეთის პრეზიდენტი გახდა.

მურმუ 2015 წელს ჯარქხანდის შტატის გუბერნატორად ხუთი წლით იყო არჩეული.

ინდოეთის პრეზიდენტი წარმოადგენს სახელმწიფოს მეთაურსა და უმაღლეს მთავარსარდალს. თუმცა, ის მხოლოდ წარმომადგენლობით ფუნქციას ასრულებს, ქვეყანას კი პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.  ინდოეთში პრეზიდენტს ხუთი წლით, ორი ვადით ირჩევენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე