„მოსახლეობის 90 % არის ევროპისკენ, ივანიშვილი, თავისი ხროვით - რუსეთისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნების“ კურსი აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ხალხის კანონიერ მოთხოვნებთან! - კახა ოქრიაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:32 | 21.07.2022
ნანახია: 283

ივანიშვილი და მისი „ღალატის ოცნება“ მთელ მსოფლიოსთან პოლარიზებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, რასაც ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ევროკავშირის ელჩ ჰარცელზე, ანუ თავად ევროკავშირზე თავდასხმა, ოპოზიციაზე, უკრაინის ხელისუფლებაზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმები, - აცხადებს "პროგრესი და თავისუფლების" ლლიდერი კახა ოქრიაშვილი.

მისი თქმით, „ოცნება“ ნერგავს და ამწვავებს პოლარიზაციას ჩვენს ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან. სამაგიეროდ, პოლარიზაციის არავითარი ნიშანი არ არის გარეთ პუტინის რუსეთთან და შიგნით ელისაშვილ-მეგრელიშვილის ვითომ პარტიებად წოდებულ „ოცნების“ დანამატებთან. 

"ფაქტია, რომ ივანიშვილი ასრულებს ჩვენი მტრის, რუსეთის დავალებებს იმ ფონზე, როცა ჩვენი მოსახლეობის 90 %-ს სურს, ქვეყნის

30-წლიანი ბრძოლა ევროკავშირში შესასვლელად საქართველოს გამარჯვებით დასრულდეს. მოსახლეობის 90 % არის ევროპისკენ,  ივანიშვილი, თავისი ხროვით - რუსეთისკენ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ოცნების“ კურსი აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ხალხის კანონიერ მოთხოვნებთან!  

„ოცნებამ“ დაკარგა ბმა საქართველოს მოსახლეობასთან და ის  კანონგარეშე,  არალეგიტიმური ხელისუფლებაა.  ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა გამოვიჩინოთ სიმტკიცე და წინდახედულობა, რომ ივანიშვილის „ღალატის პარტია“ ყოველგვარი არეულობის გარეშე გავუშვათ უკანონოდ მიტაცებული ხელისუფლებიდან.

როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ?! ყველაფერი ქართველი ხალხის ხელშია და ჩვენ ამას მივაღწევთ!", - თქვა ოქრიაშვილმა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე