კარლ ჰარცელს შეეძლო, უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო - ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველო, თბილისი - 18:10 | 20.07.2022
ნანახია: 336

პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეეძლო, უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო.

„მე სხვა ადამიანების კომენტარებზე კომენტარების გაკეთება არ მიყვარს და არ მჩვევია. რაც შეეხება ბატონი ჰარცელის შეფასებას, მას შეეძლო, უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობას საქართველოში ელჩი კარლ ჰარცელი 2018 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა მას მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე