მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა ზაარბრიუკენის მერთან გამართა

საქართველო, თბილისი - 17:39 | 26.02.2016
ნანახია: 1408

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ქ. ზაარბრიუკენს ეწვია, სადაც მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ქ. ზაარბრიუკენის მერთან შარლოტე ბრიცისთან.
კმაყოფილებით აღინიშნა თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის არსებული 40 წლიანი მეგობრობა და ქალაქებს შორის არსებული განსაკუთრებული კავშირი, რაც ბევრ კულტურულ აქტივობასა და ღონისძიებაში გამოიხატა.
მინისტრმა ქ. ზაარბრიუკენის მერი საქართველოში მოიწვია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2017 წელს, საქართველო-გერმანიის მეგობრობის 200 წლისთავთან დაკავშირებით ზაარბრიუკენი აქტიურად ჩაერთვება ცალკეულ ღონისძიებებში, როგორც ორი ქვეყნის, ორი ქალაქის გამორჩეული მეგობრობის სიმბოლო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე