"ნაციონალურ მოძრაობას" არ მიუყენებია იმდენი ზიანი, როგორც ჩემს ოჯახს ამ მთავრობამ მიაყენა - გოგაშვილის შვილი

საქართველო, თბილისი - 14:09 | 17.07.2022
ნანახია: 402

ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს მიერ არჩეული მთავრობა ამას გაგვიკეთებდა - ამბობს ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი.

ნინო გოგაშვილის თქმით, მამამისი პოლიტიკური პატიმარია.

"მამაჩემი არის პოლიტპატიმარი. ეს არის პოლიტიკური დევნა. რამდენიმე წლის წინ, მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს მიერ არჩეული მთავრობა და სისტემა, ამას გაუკეთებდა ჩემს ოჯახს. მე ნამდვილად ვიბრძოდი 2012 წელს ჩემს ოჯახთან ერთად, რომ ეს მთავრობა მოსულიყო ქვეყნის სათავეში... როგორც ჩანს, ესენი უარესებს აკეთებენ - ნაციონალურ მოძრაობას არ მოუყენებია იმდენი ზიანი მგონი, როგორც ჩემს ოჯახს ამ მთავრობამ მოუტანა", - თქვა გოგაშვილმა.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, დილის საათებში, საკუთარ სახლში დააკავეს. ახლა ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მოელიან, რომ მას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე