უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა გოგოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

საქართველო, თბილისი - 08:50 | 16.07.2022
ნანახია: 390

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა გოგოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ახლობლები იმყოფებოდნენ.

47 წლის კახა გოგოლი ლუჰანსკის ოლქში იბრძოდა. ის რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმისას დაიღუპა. კახა გოგოლს ფოთში გადაასვენებენ.

ის აფხაზეთიდან, გულრიფშიდან დევნილი იყო.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 17 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე