ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს - გია ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 18:37 | 15.07.2022
ნანახია: 371

ევროკავშირი არ არის კუბილიუსი.  ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს, - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ კუბილიუსისა დასხვა ევროპარლამენტარების იმ განცხადების შეფასებისას, რომელშიც ისინი ამბობენ, რომ ერთადერთი ოლიგარქი საქართველოში ბიძინა ივანიშვილია. 

"ევროკავშირი არ არის კუბილიუსი. კუბილიუსიზაცია არის საკმაოდ დიდი საფრთხე, რომელიც შეიძლება ევროპარლამენტს დაემუქროს. იუკნევიჩიენეც ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ, ეს ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ამ პოზიციას კუბილიუსის დროს იკავებდა და ბევრი თემაა, რომელიც საკმაოდ სერიოზულ ეჭვებს აჩენს.

ასევე სავსებით უტაქტო, ყოველგვარ ზღვარს გადასულია მათი განცხადებები გინდა ბიძინა ივანიშვილის, გინდა მმართველი პარტიის თუ ხელისუფლების მიმართ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროპარლამენტი არ არის იუკნევიჩიენე და არც კუბილიუსი, მითუმეტეს არ არის ევროკავშირი. სულ სხვა გამოწვევები დგას მსოფლიოს წინაშე და ევროკავშირი ამ თამაშებში არ ღებულობს მონაწილეობას, რომელიც ნაცმოძრაობამ მოგვახვია თავს. ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს," - თქვა ვოლსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე