ჩემს ბიოგრაფიას გადახედეთ, არაერთი წერილი მაქვს დაწერილი - ყაველაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:12 | 15.07.2022
ნანახია: 449

წერილი მე დავწერე. ჩემს ბიოგრაფიას გადახედეთ, არაერთი წერილი მაქვს დაწერილი, - ასე პასუხობს დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ტვ პირველის ჟურნალისტის შეკითხვას, თავად დაწერა თუ არა წერილი, რომელშიც საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს.

"წერილი მე დავწერე. წერილთან დაკავშირებით არ მგონია, რომ რაღაც მხატვრულ განსაკუთრებულ იმას საჭიროებდეს ახლა იქ მოყვანილი ფაქტები და იმ წერილის შექმნა. თუ ჩემი წერილები გაინტერესებთ, ჩემს ბიოგრაფიას გადახედეთ, არაერთი წერილი მაქვს დაწერილი, ოღონდ სფერო არის შეცვლილი, ფეხბურთზეა, მაგრამ პოლიტიკაზეც არის იქ საუბარი. შენ შეგიძლია, თუ წერილთან დაკავშირებით გაქვს კითხვები და შემიძლია თუ არა წერილის დაწერა, შეგიძლია, ჩემს ბიოგრაფიაში ჩაიხედო და გაგცემს პასუხს ჩემი ბიოგრაფია თავად", - თქვა ყაველაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე