ელენე ხოშტარია პეტრიაშვილზე - ქვეყნის სირცხვილია

საქართველო, თბილისი - 17:01 | 26.02.2016
ნანახია: 3392

უბრალოდ კრიმინალურ ქრონიკაში ვცხოვრობ, ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ საბჭოს თავმჯდომარემ ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ხოშტარია ბუკა პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა და შემთხვევას ქვეყნის სირცხვილი უწოდა.

„რაც მოხდა ხო ქვეყნის სირცხვილია, უბრალოდ კრიმინალურ ქრონიკაში ვცხოვრობთ! და საუბრები ბუკას პირად ცხოვრებაზე გარდა იმისა, რომ უკიდურესი უღირსობაა, ძალადობის გამართლება და წახალისებაა!“, - განაცხადა ელენე ხოშტარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე