ვერ შეგვაშინებთ. გავაგრძელებთ მუშაობას და ოლიგარქის ხელისუფლების მხილებას, რომელიც საქართველოს დასავლეთს აცილებს და პუტინის ინტერესებს ატარებს - გაბუნია
საქართველო, თბილისი - 17:22 | 14.07.2022 ნანახია: 553
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გაბუნია მიმართავს სახალხო დამცველს, არასამთავრობოებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, ელჩებს, დაინტერესდნენ “მთავარ არხში” ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით და მოახდინონ სათანადო რეაგირება.
გაბუნიას თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არ დარჩა სივრცე, რომელსაც "ოცნების" ხელისუფლება არ უთვალთვალებს და რომ ჟურნალისტებს უკვე სამუშაო ოთახებშიც უსმენენ და იწერენ.
გაბუნიას განცხადებით, ჩანაწერების გამოქვეყნებით მათ ვერ შეაჩერებენ და მთავარი არხი მუშაობას გააგრძელებს.
"გუშინ საღამოს ხელისუფლებამ მის მიერ კონტროლირებადი მედიის, მაესტროს საშუალებით და თავისი აგენტის, უცნობის ხელით გამოაქვეყნა უკანონო ჩანაწერი, რომელიც გაკეთებულია აქ, მთავარი არხის შენობაში, გვერდით ოთახში, სადაც იკრიბებიან პოსტ-ფაქტუმის ჟურნალისტები და პროდიუსერები და გეგმავენ გადაცემებს.
ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართული ოცნების პირობებში ქვეყანაში არ დარჩა სივრცე, სადაც არ გვითვალთვალებენ ან არ გვისმენენ.
მათ შორის, უკანონოდ უსმენენ გამოძიებაზე მომუშავე ჟურნალისტებს არა სადმე ქუჩაში მიყურადებით, არამედ პირდაპირ მათ ოფისებში. და არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით ხდება უკანონო ჩაწერა - სპეციალურად დამონტაჟებული სათვალთვალო აპარატურით, მობილურების ან ოთახში მდებარე კომპიუტერების საშუალებით თუ ნებისმიერი სხვა მეთოდით.
რა მიზანს ემსახურებოდა ამ ჩანაწერის ახლა გაჩენა? - როგორც, თავის დროზე, ჰაკიმ ფაშას სახელით ვიდეოს გამოგდება და შემდეგ გამოძიების დაწყება, ან დავით ხიდაშელის მიერ რუკების ჩამოტანა და კარტოგრაფების საქმის წამოწყება. რისთვის დასჭირდა ხელისუფლებას ამჯერად ამ ჩანაწერის გამოქვეყნება? - ამას, დიდი ალბათობით, მალე ვნახავთ და გავიგებთ. თან რისთვის დასჭირდათ ჩვენი საუბრიდან სწორედ ამ ფრაგმენტების გამოყენება? ხომ ნათელია, რომ მხოლოდ ეს მონაკვეთი არ იქნება ჩაწერილი - წარმოიდგინეთ, სინამდვილეში რამდენს იწერენ და რამდენ ადგილას, რამდენ ოთახში!
იმ ისტორიის, რომელიც უცნობმა გვიამბო, ბუნებრივია, არავის სჯერა - თუ როგორ მივიდა თურმე მასთან სინდისისგან შეწუხებული პიროვნება და გადასცა ჩანაწერი, რომელიც ასე, საკუთარი ნებით ჩაწერა, შემდეგ, როგორც გამოდის, ნოემბრიდან აქამდე ინახავდა - გასული წლის ნოემბერში შედგა ეს საუბარი, რომელიც თქვენ მოისმინეთ - და ახლა უცებ რატომღაც ვეღარ აიტანა ამდენი და გადაწყვიტა მასალის გია გაჩეჩილაძისთვის გადაცემა… ამ ისტორიის რომ არავის სჯერა, დარწმუნებული ვარ.
ფაქტია, რომ მასალა გამოქვეყნდა სამთავრობო არხზე და ცალკე დამატებით გაშუქდა მთავარი სახელისუფლებო მედია-საშუალების, იმედის პირდაპირ ეთერში, რითაც სხვა მიზნებთან ერთად ვითომ ჩვენი, კრიტიკული მედიების მხილებას შეეცადნენ, სინამდვილეში კი კიდევ ერთხელ ამხილეს საკუთარი თავი, რომ ყველგან და ყველას გვისმენენ და გვითვალთვალებენ.
როგორც უკვე ვთქვი, ჩანაწერი რეალური საუბრის ფრაგმენტებს შეიცავს. ეს განხილვა ჩემი და ჩემი კოლეგების მონაწილეობით ნამდვილად შედგა ამ შენობაში, 2021 წლის ნოემბერში, როდესაც მე პოსტ-ფაქტუმის წამყვანი ვიყავი, თუმცა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შეიმჩნევა მონტაჟის კვალი, განსაკუთრებით, მაგალითად, ერთ-ერთ ადგილზე, სადაც ლაშა კვესელაძე ლაპარაკობს, მერე ხმამაღალი ფხიკინი ისმის და მერე, თითქოს, მე ვაგრძელებ თემას.
ჩვენი საუბრის შინაარსის და დეტალების განხილვას მე არ ვაპირებ, ისევე, როგორც ამ არხზე არ განვიხილავთ ხოლმე სხვა უკანონო ჩანაწერების შინაარსს, თუ მასალა არ შეიცავს დანაშაულის ან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ფაქტებს. ერთს ვიტყვი მხოლოდ - ძალიან მაინტერესებს, სად დაინახეს ამ ჩანაწერში იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ თურმე ვახდენთ მოვლენების ფაბრიკაციას და ვგეგმავთ ჩვენ მიერვე გამოგონილი ამბების გაშუქებას? წერილობით მესიჯებს რომ თან აჩვენებ და თან ახმოვანებ, ეს გაყალბება ჰგონიათ? გაგების პრობლემასთანაც გვაქვს აქ საქმე, აშკარად და, პლუს, სრულიად შეგნებულად იტყუებიან.
დანაშაული და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აქ მხოლოდ ერთ ფაქტშია - რომ საქართველოში ტოტალური უკანონო თვალთვალი მიმდინარეობს, ვიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა, რა მეთოდით.
სამწუხაროდ, ოლიგარქი ივანიშვილის პირობებში სასაცილოა გამოძიების მოთხოვნა - საკუთარ დანაშაულს რანაირად გამოიძიებენ? გამოძიებას თუ დაიწყებენ, ისევ მხოლოდ თავისი მიზნების მისაღწევად და ძალაუფლების კიდევ უფრო მყარად მისატაცებლად, როგორც ეს მოხდა ჰაკიმ ფაშას ვიდეოს ან ხიდაშელის მიერ რუსეთიდან ჩამოტანილი რუკების გასაჯაროების შემდეგ.
ამიტომ მე არ მოვითხოვ იმას, რასაც აზრი არ აქვს. მე ვთხოვ სახალხო დამცველს, არასამთავრობოებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებს, ელჩებს, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს - აუცილებლად დაინტერესდით მთავარ არხში ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით, შეისწავლეთ თქვენ ეს ფაქტი და მოახდინეთ სათანადო რეაგირება იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში აღარ არსებობს არც მიუკერძოებელი გამოძიება და არც დამოუკიდებელი სასამართლო. თქვენს გარდა ჩვენ აღარ დაგვრჩა დამოუკიდებელი ინსტანცია, რომელსაც შეგვიძლია მივმართოთ.
ჩვენო ადგილობრივო, ევროპელო და ამერიკელო მეგობრებო, ნახეთ, რა პირობებში უწევს მუშაობა კრიტიკულ მედიას საქართველოში - მთავარი არხის გენერალური დირექტორი აბსურდული ბრალდებით ციხეშია, ჟურნალისტებს ოფისებში გვისმენენ და გვითვალთვალებენ - როგორც რუსეთში; ქუჩაში გვირტყამენ, გვასახიჩრებენ და სასიკვდილოდ გვწირავენ - ისევე, როგორც რუსეთში - და, პარალელურად, მიტაცებული პარლამენტით ისეთ კანონებს იღებენ, რომ ჩვენ არსებობა ვეღარ შევძლოთ, ფინანსურად ჩამოვიშალოთ და დავიხუროთ. ამავე მიზნით ტოტალურად აშინებენ ბიზნესმენებს, რომ ჩვენთან ვერავინ გაბედოს თანამშრომლობა.
ქართულ ოცნებას ვეტყვი: ჩანაწერების გამოქვეყნებით ჩვენ ვერ შეგვაშინებთ. ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას და უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ოლიგარქის ხელისუფლების მხილებას, რომელიც საქართველოს დასავლეთს აცილებს და პუტინის ინტერესებს ატარებს.
ორი თვე გავიდა ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან და ბევრს ეგონა, რომ ჩვენ ამდენ ხანს ვერ გავძლებდით და დავიკეტებოდით. მაგრამ, როგორც ხედავთ, ჩვენ ისევ აქ ვართ და კიდევ დიდხანს არ ვაპირებთ დაშლას.
გვითვალთვალეთ რამდენიც გინდათ, ეთერშიც და ეთერს მიღმაც. მადლობა, რომ არაფერს ტოვებთ და ყოველთვის გვისმენთ. ჩვენ ისედაც ვიცით, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვართ".
შეგახსენებთ, 13 ივლისს ტელეკომპანიების მაესტროსა და იმედის ეთერით წამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელიც მისივე განმარტებით, ტელეკომპანია "მთავარი არხის" გუნდის სამუშაო პროცესს ასახავს. მთავარი არხის ჟურნალისტები ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებენ.
პოლიტიკა
- კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს, ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის გარეშე გასვლა - გიორგი ვაშაძე კალაძეს
- არცერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს ოპოზიციის ან საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად - "ოპოზიციის ალიანსის" 8 პარტია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე
- პარტიების აკრძალვის მოთხოვნით წამოიწყეს სახიფათო თამაში, თავადვე არიან აბლანდულები და თავგზა აუბნიეს ივანიშვილსაც, არ იციან, როგორ უნდა გაგრძელდეს და როგორ დასრულდეს ეს პროცესი - გიორგი სიორიძე
- პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
- დღეს აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზეს, უნიკალურობას, დედაენის დღეს ვულოცავთ ქართველ მეგობრებს - აშშ-ის საელჩო
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
სამართალი
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
- ცხედარი თბილისთან ახლოს, ტყის მასივში დატოვეს და დედაქალაქიდან გაემგზავრნენ - შსს-მ 2 პირი დააკავა
- მარნეულში მკვლელობა მოხდა
- მალე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვასაც დამაბრალებენ - ალეკო ელისაშვილი ახალ ბრალდებაზე
მსოფლიო
- „დრუჟბას“ ნავთობსადენი უახლოეს დღეებში ამოქმედდება, რაც ევროკავშირს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის განბლოკვის საშუალებას მისცემს - მარტა კოსი
- მოვითხოვთ, ირანული გემის, მისი მეზღვაურების, ეკიპაჟისა და მათი ოჯახების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ნებისმიერ შემდგომ ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება - ირანის საგარეო უწყება
- აშშ-ის დელეგაცია, ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით, ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩადის - BBC
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
- Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
- Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















