ჩვენი კონსტიტუცია არის გახედნილი - ლადო კახაძე

საქართველო, თბილისი - 13:56 | 14.07.2022
ნანახია: 350

"ქართული ოცნების" დეპუტატი ლადო კახაძე ტელეარხ "ფორმულასთან" ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

კახაძის თქმით, "საქართველოს კონსტიტუცია არის გახედნილი".

"კონსტიტუციის ნორმა არ უნდა დაირღვეს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ცხოვრობს ჩვენი კონსტიტუციით. ეს კონსტიტუცია არის გახედნილი, მისადაგებული საერთაშორისო ნორმატივებს და ყველგან, სადაც კი ასეთი მსგავსი გადაცდომა იქნება, კონსტიტუცია და რეგლამენტი თავის საქმეს იზამს", - ამბობს კახაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე