ვწუხვარ, როცა ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს - ჰარცელი საქართველოს ომში ჩათრევაზე

საქართველო, თბილისი - 13:48 | 14.07.2022
ნანახია: 379

გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა იმ ბრალდებების პასუხად, თითქოს დასავლეთს სურს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრეული ნახოს.

„კატეგორიულად არ შეესაბამება. გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს, ევროკავშირისა თუ აშშ-ის მიმართ. ყველამ დაინახა, თუ როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის პირველივე დღიდანვე, ამ სისასტიკის დასასრულებლად და უკრაინასა და მის მოსახლეობაში მშვიდობის დასამყარებლად. არც აქამდე ყოფილა ასეთი სურვილი და არც მომავალში დადგება ისეთი მომენტი, როდესაც ევროკავშირი ამ ომის შემდგომ გავრცელებას მოინდომებს”, - განაცხადა ჰარცელმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე