საქართველოს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაცია ეწვევა

საქართველო, თბილისი - 17:17 | 13.07.2022
ნანახია: 345

საქართველოს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთაკომიტეტის დელეგაცია ეწვევა. ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა საქართველოსთან ასოციაციის ხელშეკრულების წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

დელეგაციის ვიზიტი ქვეყანაში მომავალ კვირაში შედგება. 

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თბილისში დისკუსიებს გამართავენ ანგარიშსა და საქართველოს კანდიდატების სტატუსის შესახებ.

მაკალისტერის ინფორმაციით, დელეგაცია საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანის ეწვევა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე