საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სესიის მოწვევისკენ მოუწოდებს
საქართველო, თბილისი - 13:17 | 13.07.2022 ნანახია: 556
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
განცხადების ხელმომწერები რიგგარეშე სესიის დანიშვნას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს.
„ჩვენ, ხელმომწერი საპარლამენტო ოპოზიცია, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, ვითვალისწინებთ რა იმ პასუხისმგებლობას რაც დაგვაკისრეს საქართველოს მოქალაქეებმა, ევროკავშირმა და ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად.
მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე, მოიწვიოს რიგგარეშე სესია 2022 წლის 18 ივლისიდან შემდეგი დღის წესრიგით:
1. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/92)
2. „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი (რეგისტრაციის #07-3/71)
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/96)
4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/106)
ასევე, მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, უზრუნველყოს რიგგარეშე სესიის მოსამზადებლად საჭირო პროცედურების განხორციელება, მათ შორის საკომიტეტო მოსმენების დაჩქარებულ რეჟიმში ჩანიშვნა.
ჩვენს მიერ შეთავაზებული დღის წესრიგი ეხმიანება 12 შესასრულებელი წინაპირობიდან სამ მიმართულებას (აღმოიფხვრას პოლიტიკური პოლარიზაცია, უზრუნველყოფილი იქნას სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ელიტური კორუფციის გამოძიების შემთხვევები). ჩვენს მიერ დღის წესრიგში დაყენებული ოთხივე საკითხი უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება 19 აპრილის სულისკვეთებას, განხილულია და შეთანხმებულია არასამთავრობო სექტორთან და მიღებული აქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასება.
შესაბამისად, რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს და იქნება მაჩვენებელი რეალურად უნდა თუ არა ხელისუფლებას ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული წევრის სტატუსის მისაღებად სავალდებულო წინაპირობების შესრულება, პროცესების დეპოლარიზაცია და ოპოზიციასა და ხალხთან ურთიერთობის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ფორმატში გადატანა, თუ მათი მიზანია დროის გაწელვა და რეკომენდაციების შესრულების პროცესის იმიტაცია.
ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებულ კონსტრუქციულ და საქმიან წინადადებაზე ქართული ოცნების უარის შემთხვევაშიც, ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, როგორც ეროვნული ინტერესებით მოტივირებული პოლიტიკური ძალები, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, დაინტერესებული საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობით გავაგრძელებთ ჩვენი ეროვნული ამოცანის - ევროპული ინტეგრაციისთვის სავალდებულო რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმას.
კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას, უარი არ თქვათ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე და სრულად ჩაერთეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ რეალურ საპარლამენტო საქმიანობაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება თქვენი პოლიტიკური ლუსტრაცია და იმის პირდაპირი დემონსტრირება, რომ თქვენთვის მთავარია არა საქართველოს ეროვნული ინტერესები და ევროპაში ინტეგრაცია, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესის დაზიანების ფასად ძალაუფლების შენარჩუნება“, - რომელსაც ხელს აწერენ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ლელო“, „რესპუბლიკური პარტია“, „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები: არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი, დავით ბაქრაძე.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















