ლიზ ტრასი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის იბრძოლებს

საქართველო, თბილისი - 11:07 | 11.07.2022
ნანახია: 565

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი პრემიერ-მინისტრის თანამდებობისთვის იბრძოლებს. იუწყება Sky News

შედეგად, ტრასი პრემიერობის მეათე კანდიდატია.

ტრასმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში პირველივე დღიდან დაიწყებს გადასახადების შემცირებას. ასევე გეგმავს დაზღვევის ხარჯების გაზრდას და ბიზნესის განაკვეთების რეფორმას.

მისი თქმით, საგადასახადო სისტემამ ხელი უნდა შეუწყოს ბრიტანეთში ბიზნესისა და ინვესტიციების მოზიდვას.

კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის, საერთო ჯამში, 11 კანდიდატი იბრძვის. პარტიაში ახალი პრემიერის არჩევა სექტემბრის დასაწყისში იგეგმება.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე